მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა – ქვეითს მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
გარდაცვლილი შუახნის ასაკის მამაკაცია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დამატებითი დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.