მარნეულში ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ველოსიპედით მოძრავი 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზაზე, შულავერის სოფლის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია