მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი 25 წლის მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„ფორტუნამ“ მომხდარი შსს-ში გადაამოწმა, სადაც ფაქტს გვიდასტურებენ. მათი ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციისა და მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.