მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობითვე, 53 წლის მამაკაცმა ავტომობილის მართვის დროს წონასწორობა დაკარგა და ავტომანქანა მდინარეში გადავარდა. გარდაცვლილი მამაკაცი მდინარიდან შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.