მარნეულში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
“ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა იყო სოფელ ლეჟბადინში, თუმცა ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად არიან მობილიზებულები და არ ავყვებით მათ”,-განაცხადა იმამკულიევმა.
მისივე ინფორმაციით, რვა საარჩევნო უბანზე მათ დამკვირვებლებს არ უშვებენ.