LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარნეულში გზის გაყვანის სამუშაოების დროს მამაკაცს რკინის მილი დაეცა და გარდაიცვალა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

127
შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1965 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მძიმე ტექნიკით გზის გაყვანით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რკინის მილი – 1958 წელს დაბადებულ რ.მ.-ს დაეცა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g