LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა

210
არ გადაკვეთო - პოლიცია

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითი გზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.