მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია, შენობაში შეჭრა ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა სცადეს, მათი ვინაობა უცნობია.
„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში ცესკო-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
