მარნეულში, სამგზავრო მიკროავტობუსის მართვის დროს, მძღოლი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მართვაში მოყვანილი მიკროავტობუსი ბოძს შეეჯახა.
შემთხვევა მარნეული-სადახლოს მიმართულებით მოხდა. გარდაცვლილი 60 წლის ასაკის არის.
გავრცელებული ცნობითვე, მიკროავტობუსის მგზავრებს ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანებები არ აქვთ.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ცდილობს – ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.