Maroon 5 ახალი სიმღერის გამოსაშვებად ემზადება, რომელიც მან მომღერალ Sza-სთან ერთად ჩაწერა. სიახლეს “What Lovers Do” ჰქვია და მისი თიზერი კოლექტივის ”ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. სრული ვერსიის გამოსვლა 30 აგვისტოს იგეგმება.
თრექი ჯგუფის რიგით მეექვსე ალბომში შევა, რომლის სახელწოდებაც არ ხმაურდება. მისი რელიზის თარიღი კი ნოემბერი იქნება.
აქამდე ჯგუფმა ორი სინგლი ”Cold” და ”Don’t Wanna Know” გამოუშვა. ორივე მათგანი ახალ ფირფიტაში შევა.