LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maroon 5 ახალ ალბომს აანონსებს – კოლექტივმა დისკის პირველი სინგლი გამოუშვა (ვიდეო)

172
BeFunky-collage (49)

Maroon 5-მა თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერა – Memories წარუდგინა. სინგლში ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა, იოჰან პაჩელბელის ნამუშევრის – Pachelbel’s Canon მელოდია გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ სიახლე პირველია კოლექტივის მომავალი სტუდიური ალბომიდან, რომლის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ფირფიტა ბენდის დისკოგრაფიაში რიგით მეშვიდე იქნება.

Maroon 5-ის ვოკალისტის – ადამ ლევინის განმარტებით, სიმღერა მათთვისაა, ვისაც ოდესმე დანაკარგი განუცდია.

,,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიმღერა ყველასთვისაა” – დასძინა 40 წლის მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები