მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ხიდზე მოძრაობა აღდგა, შესაბამისად, მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობა აღარ უწევთ.
თბილისის მერის თქმით, მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდი ძლიერად იყო დაზიანებული და ის მთლიანად აღადგინეს.
„ხიდი კაპიტალურად გაკეთდა, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, ნაცვლად გათვალისწინებული ოთხი თვისა, სამუშაოები სამ თვეში დასრულდა”, – განაცხადა ნარმანიამ.
ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს “მამისონი” აწარმოებდა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა.