LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარშალის გეგმა” – რას გულისხმობს ქვეყნის რეკონსტრუქციის “ლელოს” მიერ შემუშავებული ოთხ წლიანი სტრატეგია

220
Untitled-1

“ეს არ არის დაპირებების კასკადი, რომელსაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვისმენთ, ეს არის კონკრეტული ქმედებებისგან მიღებული შედეგი” – მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” “მარშალის გეგმის” შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” სტუმრობისას ისაუბრა.

ლელოს დამფიძნებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თვლის, რომ მსგავსი გეგმა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუმუშავებია. ხაზარაძე პირობას დებს, რომ “მარშალის გეგმის” ყველა პუნტქტი “ლელოს” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 4 წელიწადში შესრულდება.

“ჩვენი შეთავაზებაა სპეციალური საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელიც მთელ მოსახლეობას, ვისაც დღეს დავალიანება აქვს ბიზნესებს გაუკეთებს მათი ვალდებულებების რეფინანსირებას. ეს აუცილებელი ეკონომიკის გადატვირთვისთვის. ესაა სამ მილიარდიანი საგარანტიო
ფონდი, რომლის პირველი პრეცედენტი იაპონიაში შეიქმნა და შემდეგ თითქმის ყველა ქვეყანამ გამოიყენა ეს მეთოდი. ეს აგდებს საპროცენტო განაკვეთს საბანკო სისტემაში.”- გნაცხადა მამუკა ხაზარაძემ. “ლელოს” მარშალის გეგმის მიხედვით, 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია 600 000 ადამიანისათვის საშუალო ხელფასი 3000 ლარამდე გაიზარდოს.

"ჩვენ მოვიაზრებთ ჩვენს თავს, როგორც გამარჯვებულს კოალიციაში" - როგორია მამუკა ხაზარაძის მოლოდინი არჩევნებამდე 15 დღით ადრე

მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ "ლელო" საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების სამეულში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g