LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა კაცი გამოგვიგზავნა მოსალაპარაკებლად, პასუხად მიიღო რომ არანაირი გარიგება არ იქნებოდა ჩვენგან“ – მამუკა ხაზარაძე

235
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ივანიშვილმა მას კაცი არჩევნების შემდეგ გაუგზავნა, რადგან არ ელოდა, რომ არჩვენებს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადებდნენ.

„არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი.

ეს იყო მოსინჯვა. ის ცდილობს და მისი მეთოდია, რომ ვინმეს რამე შესთავაზოს, იყიდოს. ერთი რამე ვერ გაიგო მან, არიან ადამიანები საქართველოში, რომელთათვისაც პრინციპი, სიმართლე და გამჭვირვალობაა მთავარი და ყველა დღეს ვინც ქუჩაშია, ამ განწყობითაა“, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g