მარშალის კუნძულები ნებისმიერი რუსული გემის, ან იახტის გაძევებას განიხილავს, რომელიც დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამის შესახებ მარშალის კუნძულების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასტენ ნემრამ ისაუბრა.
„ჩვენ, გემების რეესტრის ერთ-ერთი უდიდესი პროგრამა გვაქვს. ჩვენ განვიხილავთ, ნებისმიერი რუსული გემებისა და იახტების გაძევებას, რომლებიც სანქცირებულთა სიაშია შესული. ჩვენ შევასრულებთ ჩვენს წილს ამ საქმეში და მთელ რიგ ქვეყნებთან ვითანამშრომლებთ“, – აღნიშნა კასტენ ნემრამ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ რუს ოლიგარქებს ძვირად ღირებული იახტები უკვე ჩამოართვა. ოლიგარქების ნაწილი გეგმავს თავიანთი უძრავი ქონება ისეთ ადგილებში გადამალოს, რომელიც დასავლეთის სანქციებს ჯერ არ შეერთებია.