„თქვენ ხართ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია, ამის მიუხედავად, არასოდეს ვიქნები „რუსთავი 2“-ის დახურვის მომხრე,“ – ამის შესახებ ადა მარშანიამ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში განაცხადა მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილთან საუბარი დაიწყო. მარშანიას თქმით, ისარგებლა პირდაპირი ეთერით, ტაბლიაშვილს საუბრის საშუალება არ მისცა და ეთერში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„ძალიან გთხოვთ ნუ წარმოაჩენთ საქმეს ისე, ვითომ „რუსთავი 2“ იხურება და დემოკრატიის შუქურა ისპობა. მიმდინარეობს მფლობელის შეცვლა თუ არ შეცვლა და თქვენ, როგორც ყოველთვის, დიდი ზარ-ზეიმით ამრუდებთ ვითარებას და ფაქტებს, რასაკვირველია ატყუებთ მოსახლეობას,“ – განაცხადა მარშანიამ.