2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირებისის ფარგლებში, შემოწმების შედეგად, 858 სატრანსპორტო საშუალებას გადაადგილება აეკრძალა, მათ შორის ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შალვა ურიადმყოფელის ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეულ რაოდენობას გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებას არ ექვემდებარებიან.
რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექ ინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაირა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა.
ტექდათვალიერების ამოქმედებიდან, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 2555 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა.