შოკოლადის ფირმა “მარსმა” ზოგიერთი პროდუქცია მაღაზიებიდან უკან გაიტანა. კომპანიაში ამბობენ, რომ ტესტირებისას შოკოლადის ფილებში სალმონელა დაფიქსირდა.
BBC-ის ცნობით, ბაქტერია მხოლოდ მარსის სამი სახის პროდუქციაში: Galaxy-ში, Maltesers Teasers-ში და bags of Minstrels-ში დაფიქსირდა.
“მარსის” სპიკერმა განაცხადა, რომ შოკოლადები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს შეიცავდნენ გაყიდვიდან დროულად ამოიღეს: “არც ერთი საშიში ფილა არ შეჭმულა”.
მისი თქმით, გაურკვეველია, შოკოლადის რომელ ინგრედიენტში მოხვდა ბაქტერია.