კანადელი მსახიობის, მარტინ შორთის 42 წლის ქალიშვილი, ქეთრინი ჰოლივუდ-ჰილზში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა TMZ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები 23 თებერვალს, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე მივიდნენ. წინასწარი მონაცემებით, ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ამ ეტაპზე ძალადობის ნიშნები არ იკვეთება. სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ. მსახიობის წარმომადგენლებმა ტრაგიკული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს.
ცნობისთვის, ქეთრინი მარტინ შორტისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის, მომღერალ, ნენსი დოლმანის, ნაშვილები ქალიშვილი იყო.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 75 წლის მერილ სტრიპი და 74 წლის მარტი შორთი შეყვარებულები არიან



