LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტივი ენით აგიხსნით, რა არის ციფრებით ჟონგლიორობა და როგორ ატყუებს მოსახლეობას მთავრობა – აბესაძე

199
oto-abesadze_w_h

ძალიან მარტივი ენით აგიხსნით, რა არის ციფრებით ჟონგლიორობა და როგორ ატყუებს მოსახლეობას მთავრობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთო აბესაძე წერს. მისი თქმით, თუ პირობითად 2019 წელს (პანდემიამდე) ექსპორტით მივიღეთ, პირობითად, 1 მლნ დოლარი, ეს მაშინ იყო 2.4 მლნ ლარი და თუ წელს მივიღეთ 1 მლნ დოლარი, ეს დღეს არის 3.05 მლნ ლარი.

„მთავრობა გეუბნებათ, რომ ექსპორტის მაქსიმალურ ნიშნულზეა ქვეყანა. ანუ, ამ მოცულობის (ფინანსურად) ექსპორტი ჯერ არ გვქონია, რაც ციფრებით მართალია. მაგრამ: ექსპორტი რას ნიშნავს? ქვეყანაში შექმნილი საქონლისა და მომსახურების გაყიდვას საზღვარგარეთ, ანუ ვალუტაში ‼️ დოლარსა და ევროში ‼️ ეროვნულ ანგარიშთა სისტემით ამას ქვეყანა ანგარიშობს ლარში‼️ აბა, დახედეთ კურსს რამდენია?!

ერთი და იმავე ოდენობის პროდუქტი რომ გაიტანო 2019 წელს პირობითად და 2022 წელს, განსხვავებას მოგცემს ინფლაცია რამდენიმე მილიონ ლარს. თუ, პირობითად, 2019 წელს (პანდემიამდე) ექსპორტით მივიღეთ, პირობითად, 1 მლნ დოლარი, ეს მაშინ იყო 2.4 მლნ ლარი და თუ წელს მივიღეთ 1 მლნ დოლარი, ეს დღეს არის 3.05 მლნ ლარი. გასაგებია ხომ? აი, ასე გატყუებენ“, – ამბობს ეკონომისტი ოთო აბესაძე.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 865.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 171.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (43.3 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 693.2 მლნ. აშშ დოლარს (35.7 პროცენტით მეტია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g