LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

113
29793257_10215914969211995_6700122612203579294_n-1-1522909392

მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას ასრულებს.

წირვა სამების ტაძარში 09:00 საათზე დაიწყება. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.

მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g