ბრენდა ფრიკერმა, ირლანდიელმა მსახიობმა რომელმაც ყველასათვის საყვარელ ფილმში „მარტო სახლში 2“ უსახლკარო ქალბატონის როლი შეასრულა, ლამის სამი ათწლეულის შემდეგ ინტერვიუ მისცა.
1992 წელს ბრენდამ „მტრედების ქალბატონი“ განასახიერა, ცენტრალ პარკში მცხოვრები უსახლკარო ქალი რომელიც კევინ მაკალისტერს დაუმეგობრდა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას კონტაქტი ფილმის მთავარ ვარსკვლავთან, ბრენდამ Radio 1–ს უპასუხა: „ არა, მაკალეისგან დიდი ხანია არაფერი მსმენია, მე მასზე ძალიან ვდარდობ, თუმცა მასთან კონტაქტი არ მაქვს.“
შობა–ახალ წელზე საუბრისას, მსახიობმა განაცხადა: „ მე უკვე 75 წლის ვარ. მოგატყუებთ თუკი გეტყვით, რომ ბედნიერი და ლამაზი შობა მექნება, რადგან ძალიან მოხუცი ვარ და თან მარტო ვცხოვრობ. ყველაფერი ძალიან მოსაწყენი გამოვა.“
ფრიკერმა ასევე დაამატა: „ტელეფონს გამოვართავ. საყვარელ პროგრამებს გადმოვწერ და ახალი წლის ღამეს ჩემს ერთგულ ძაღლთან ერთად გავატარებ. არ მინდა ნეგატიურად გამომივიდეს, უბრალოდ სხვებისგან განსხვავებული შობა მექნება. მეტი არაფერი.“
აღსანიშნავია, რომ ბრენდამ სამსახიობო კარიერა 2014 წელს დატოვა და 60 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი კინო–გმირი შექმნა.