LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტოობას გამუდმებით განვიცდი“ – Akala-სთან რომანის ფონზე, ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა People-ს ინტერვიუ მისცა

330
page

მარია კალასის შესახებ გადაღებული ფილმის, „მარია“ პრემიერისა და პირად ცხოვრებაში სიახლეების ფონზე, ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა People-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თავს გამუდმებით მარტოსულად გრძნობს.

„მე შინაგან მარტოობას გამუდმებით განვიცდი, მუდამ ასე იყო. ზოგადად, მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, თუმცა, საკუთარი თავით მუდამ უკმაყოფილო ვარ და ვცდილობ, ძალიან ბევრი ვიმუშაო ამაზე. მე არ ვარ სრულყოფილი ადამიანი, თუმცა, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. მე და ჩემს გმირს შორის ძალიან ბევრია საერთო, მარიაც ჩემსავით მარტოობით იტანჯებოდა“, – აცხადებს 49 წლის მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ ანჯელინას პირად ცხოვრებაზე არაფერი უთქვამს, შესაბამისად რომანი Akala-სთან ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, ანჯელინა და ბრიტანელი რეპერი ერთად უკვე არაერთხელ გადაიღეს. ანჯელინამ მუსიკოსის ფოტო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

„სიყვარული ქალს მუდამ ამშვენებს“ – წონაში მომატებული ანჯელინა ჯოლი საოცრად გამოიყურება

ბოლოს და ბოლოს ბედნიერი – ანჯელინა ჯოლი Akala-სთან რომანტიკული ღამეების შემდეგ პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები