LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტში ეკონომიკის ზრდა ჩვენს დაბალანსებულ, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს – თურნავა

72
178886335-3983298318426464-8745296499622910896-n

4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული – ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

„საქსტატის“ მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღება დაფიქსირდა – პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი პირველად არის დადებითი და 4.0%-ს შეადგენს.

ნათია თურნავას თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება. „მომავალში ველოდებით, რომ ზრდის ტემპი უფრო მეტად ამაღლდება. ჩვენ ვახერხებთ, რომ დარგები აღდგეს, ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება, კვლავ აღდგენისკენ მიდის და ეს გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა”,-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამავე თემაზე საუბრობს ფინანსთა მინისტრიც. „ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, – ამბობს ლაშა ხუციშვილი. მინისტრის თქმით, დადებითი დინამიკა ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით გრძელდება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები