LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა გახდა

96

მარტვილის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდე გრიგალავა გახდა. მან ხმათა უმრავლესობა მიიღო (11,480 ხმა – ამომრჩეველთა 93, 04 %)

მეორე ტურში მონაწილეობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა დანელიამ უარი განაცხადა, მიუხედავად ამისა, მისი გვარი ბიულეტენზე მაინც იყო აღნიშნული. დანელიას კანდიდატურა 859 ამომრჩევლმა შემოხაზა, რაც 6,96 პროცენტია.

#65 საოლქო-საარჩევნო კომისიის 39 უბნის მონაცემები უკვე შეჯამდა. სულ რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 12 629-მა დააფიქსირა, ხოლო 283 ბიულეტინი გაბათილდა.

magti 5g