LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის საკრებულოში გაუქმებულ კომისიას საწვავით ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ

105

მარტვილის საკრებულოში, ფრაქციისა და კომისიის გაუქმების შემდეგ, მათ ყოფილ თავმჯდომარეებს ბიუჯეტის ხარჯით შეძენილ საწვავს აძლევდნენ. საწვავი გაიცა შვებულებაში მყოფი 7 საჯარო მოსამსახურის კერძო ავტომანქანებზეც. ინფორმაციას აუდიტის სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით, regininfo ავრცელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მარტვილის საკრებულოში შექმნილმა მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ 2016 წლის 21 ივლისს ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება და აქტივობა საერთოდ აღარ გაუგრძელებია.  მიუხედავად ამისა, კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, მისი ყოფილი თავმჯდომარის კუთვნილ ავტომანქანაზე  ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი 201.6 ლიტრი საწვავი გაიხარჯა.

გარდა ამისა, 2016 წლის განმავლობაში, 7 საჯარო მოსამსახურეს, შვებულებაში ყოფნისდროს, კერძო საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის მისცეს 323 ლიტრი საწვავი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტის მიერ ამგვარად გაცემული საწვავი არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g