LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილისა და ოკაცეს კანიონებთან ზიპლაინი მოეწყობა

948
43c752d880d6053d20548b9508b60b5d_XL

ოკაცესა და მარტვილის კანიონებთან ზიპლაინი მოეწყობა. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს, მარტვილის კანიონში და სოფელ კინჩხაში არსებული ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე, ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, ზიპლაინის ატრაქციონების მოწყობისა და მათი უსაფრთხოების ნორმების / სტანდარტების დაცვით ოპერირების თაობაზე.

ოკაცეს და მარტვილის კანიონზე ატრაქციონის მოწყობის მიზნით, ინვესტორმა თითოეულზე სულ მცირე 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონი ორივე კანიონზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხადდება.

აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკებს:

https://bit.ly/2XZr7P3

https://bit.ly/2UCLtLW

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები