LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში, დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარედგინა – რას აცხადებს ადვოკატი

314
ფორტუნა (87)

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდებულის ადვოკატის, გვანცა შელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

მარტვილში შვილმა დედა მოკლა

„მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარეს საქმის მასალები ჯერ არ გაუცვლია ჩვენთან.

თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ წუთისთვის იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. რაც შეეხება შერაცხადობას – ამას ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება და აქედან გამომდინარე, ამაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g