LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობა წელს 51 151–მა პირმა აიღო

124

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს მასშტაბით, პირველადი მართვის მოწმობა 51151–მა პირმა აიღო.

შსს–ს მიერ ექსკლუზიურად “ფორტუნასთვის” მოწოდებული ინფორმაცია 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს.

მართვის მოწმობა წელს 28 916–მა მამაკაცმა და 21 964–მა ქალმა აიღო.

შსს–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მართვის მოწმობა ასევე აიღო 271–მა პირმა, რომელთა სქესი იდენტიფიცირებული არ არის.

მართვის მოწმობის გამოცდას შემდეგი წლიდან, ერთი კომპონენტი – ქალაქში გასვლა ემატება.

როგორც „ფორტუნასთან“ მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, საკანონმდებლო დონეზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

დანარჩენი დეტალები: რა შეიცვლება მართვის მოწმობის გამოცდაში და რა ვადებში მოხდება ცვლილებები, ამას შსს-ს მომსახურების სააგენტო რამდენიმე თვეში გაასაჯაროვებს.

 

magti 5g