92 წლის რუბერტ მერდოკი კვლავ შეყვარებულია. მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მედია მაგნატი იახტაზე ახალ ქალბატონთან ერთად გადაიღეს. ფოტოები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ინსაიდერების განცხადებით, მისი ახალი რჩეული მეცნიერი, ელენა ჟუკოვაა.
„მას ახალგაზრდა მამაკაცებზე ორჯერ მეტი ენერგია აქვს, ის ახალი სიყვარულისთვის მუდამ მზად არის“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, 92 წლის რუბერტ მერდოკის ანგარიშზე გარდა მილიონებისა, 4 ოფიციალური ქორწინება, 6 შვილი, 12 შვილიშვილი და ათობით გულგატეხილი ქალბატონია. გაზაფხულზე მერდოკმა და ენ ლესლი სმიტმა ნიშნობა გააუქმეს. ტაბლოიდების ცნობით, საცოლეს თავად მერდოკი დაშორდა.
რატომ დაშორდა 92 წლის რუბერტ მერდოკი საცოლეს – ახალი დეტალები
„ვღელავდი, მეშინოდა სიყვარულის“ – 92 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ ქორწინდება