LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვღელავდი, მეშინოდა სიყვარულის“ – 92 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ ქორწინდება

389
page

თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, 92 წლის მედიამაგნატი, რუპერტ მერდოკი მეხუთედ ქორწინდება. ამის შესახებ მან New York Post-ის ინტერვიუში განაცხადა. მილიარდერის რჩეული ამჯერად 66 წლის ენ ლესლი სმიტია. მედიის ცნობით, ის პოლიციაში კაპელანად მუშაობდა. მისი მეუღლე მუსიკოსი, ჩესტერ სმიტი იყო, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა.

მერდოკმა სმიტი გასული წლის სექტემბერში გაიცნო, დაქორწინება კი ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. წყვილი ზაფხულის ბოლოს გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა, ვღელავდი, მეშინოდა სიყვარულის, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სიყვარული იქნებოდა“, – აცხადებს მერდოკი.

რუპერტი მანამდე ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მას 6 შვილი და 12 შვილიშვილი ჰყავს.

ცნობისთვის, რუპერტ მერდოკი 1931 წელს მელბურნში დაიბადა ავსტრალიელი ჟურნალისტის, კიტ არტურ მერდოკის ოჯახში. ელიტური ინგლისური სკოლის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ბიზნესსაქმიანობა ავსტრალიაში რამდენიმე გაზეთით დაიწყო, მერე კი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მედიაბაზრებიც აითვისა. იქ ყიდულობდა ან ნულიდან ქმნიდა გამოცემებს, ძირითადად, ყვითელ პრესას, რომელიც საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობდა.

„გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში, მაშინ თავად მოვა ძალაუფლებაც და ქონებაც” – რუპერტ მერდოკის ცნობილი გამონათქვამები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები