LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას აუცილებლად ექნებოდა ოცნებები, ქალებო, თავს ნუ მოიტყუებთ – გიორგი კეკელიძე ხაშურში მოკლულ ქალზე

17878
13490875-1077076362351600-4776083426865854570-o (1)

მწერალი გიორგი კეკელიძე ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ისტორიას ეხმაურება და წერს, რომ ყველა, ვინც გარდაცვლილს აკრიტიკებს, მსხვერპლია

"ქალი რომ კაცის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც

მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და თანავუგრძნობ.

თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ ,,კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა”. მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვებია საუკუნეებია გწამლავენ. ვიცი, ძნელია, ასე უცებ გამოდევნოთ სისხლიდან საწამლავი, მაგრამ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე მგონია.

დიახ, თქვენ ხართ ძალიან ძლიერები,
ძალიან ჭკვიანები
და ხმა ახლა უნდა ამოიღოთ. არა მერე და არა რიგში”, – წერს კეკელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g