LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას ფული საერთოდ არ აქვს“ – ჟიზელ ბუნდჰენის ოჯახი მის პირად ტრენერზე დაქორწინების გამო შეშფოთებულია

687
page

მოდელ, ჟიზელ ბუნდჰენის ოჯახი ხოაკინ ველანტესტან მისი ქორწინების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს.

გამოცემა Page Six-ის ინფორმაციით, 45 წლის მოდელის ახლობლები შეშფოთებულნი არიან წყვილს შორის არსებულ მნიშვნელოვანი ფინანსური უთანასწორობით და შიშობენ, რომ მომავალში ეს პრობლემების მიზეზი გახდება.

ინსაიდერის თქმით, ოჯახი ჟიზელს აფრთხილებდა, რომ „ქორწინება მამაკაცთან, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი გააჩნია, მაშინ როცა თავად მილიონებს ფლობს, შეცდომაა“.

მიუხედავად იმისა, რომ ვალენტე საბრძოლო ხელოვნებას ასწავლის და მაიამიში საკუთარი აკადემიაც აქვს, ბუნდჰენის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ისინი ფინანსური თვალსაზრისით „სრულად განსხვავებულ წონით კატეგორიებში“ არიან.

ასევე ცნობილია, რომ ქორწინებამდე წყვილმა საქორწინო კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა მოდელის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს შეთანხმება სრულად ვერ დაიცავს მას შესაძლო განქორწინების შემთხვევაში. მათი თქმით, კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც ურთიერთობის დასრულების შემთხვევაში, ვალენტეს ფინანსური კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ჟიზელ ბუნდჰენი ფარულად დაქორწინდა 35 წლის პირად ტრენერზე და ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს მასწავლებელ, ხოაკინ ვალენტეზე, დეკემბრის ბოლოს გავრცელდა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.

მანამდე ჟიზელ ბუნდჰენი 13 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავზე, ტომ ბრედიზე. წყვილი 2022 წელს დაშორდა. მათ ორი შვილი,16 წლის ვაჟი და 13 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

ფოტო: ახლად ნამშობიარები ჟიზელ ბიუნდჰენის ვნებები იახტაზე – 44 წლის მოდელი იდეალურ ფორმაშია

„რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა და რა საოცარ ფორმაშია“ – 44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი და მისი მეოთხე შვილი პირველად გადაიღეს

44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი დედა მეოთხედ გახდა – ინსაიდერმა მოდელის და მისი ექს-მეუღლის, ტომ ბრედის მთავარი პრობლემა გაასაჯაროვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები