LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც ბენ აფლეკი 50 წელს გადაცილებულ სექსუალურ მამაკაცთა რეიტინგში ვერ მოხდა, მან წვერი გაიპარსა – „ბენიფერის“ შეხვედრა ახლოვდება

191
page

ცოტა ხნის წინ AARP-მა გამოაქვეყნა „50 წელს გადაცილებული სექსუალური მამაკაცების რეიტინგი“, თუმცა მასში 53 წლის ბენ აფლეკი ვერ მოხვდა. ამის შემდეგ მან იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა და დიდი ხნის შემდეგ, წვერი გაიპარსა.

ბენი ახალი იმიჯით, გაპარსული წერითა და მოკლედ შეჭრილი თმით ლოს-ანჯელესში, თავის ავტომობილში დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის და ჯეი ლო განქორწინდნენ, ბენი მოუვლელი წვერით დადიოდა, თუმცა როგორც ჩანს ახალმა რეიტინგმა მას უბიძგა, იმიჯი შეეცვალა.

როგორ გაატარა ბენ აფლეკმა 53 წლის იუბილე – მსახიობის უახლესი პაპარაცული ფოტოები

ცნობისთვის, ბენის კარიერა კვლავ აქტიურ ფაზაშია. მსახიობი და პროდიუსერი რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთი მომავალი ფილმი „ქალი-ობობას კოცნის“ ადაპტაციაა, რომელშიც მთავარ როლს მისი ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ ლოპესი ასრულებს, ასე რომ მათი გზები წითელ ხალიჩაზე შესაძლოა კვლავ გადაიკვეთოს.

ბენ აფლეკმა კვლავ თმა შეიღება, ამჯერად უფრო მუქად – 52 წლის მსახიობის უახლესი გამოჩენა

ფოტო/ვიდეო: ბენ აფლეკი კვლავ ექს-მეუღლესთან ჟღურტულში გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები