LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maserati ელექტრონული სუპერქარების წარმოებას იწყებს

maserati

კომპანიამ Maserati მოდელი Alfieri-ს გამოსვლის ვადები დაადგინა. სიახლემ GranTurismo-ს ოჯახი უნდა ჩაანაცვლოს და მისი აწყობა 2020 წლიდან დაიწყება.

სპორტქარი Alfieri იგივე სახელის მქონე კონცეპტქარის ანალოგიურად აიწყობა. ის 460 ძალის მქონე 8 ცილინდრიან ატმოსფერულ ძრავს მიიღებს. აგრეგატი 6 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

როგორც ცნობილია, მოდელის გამოშვება 2018 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები ქონდა, ამიტომ სამუშაოები რამდენიმე წლით გადაიდო.

Maserati Alfieri-ს სერიული ვერსია დამატებით განახლებებსაც მიიღებს და მთლიანად ელექტრონული იქნება. სპორტქარი 0-დან ასამდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებ დროში შეძლებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ს გადააჭარბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები