LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშინ, როცა დუღს და თუხთუხებს მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაში, საქართველოსნაირი უიღბლო ქვეყანა იშვიათია: რას წერს ხათუნა ლაგაზიძე ქართულ პოლიტიკაზე

193
0b9e85a97e6c2274799c5bc6a7b81440-696x462 (2)

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქართულ პოლიტიკას მიმოიხილავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს აღნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა მისთვის ცარიელ ადგილად იქცა.

“ასეთი, სრულიად ინდიფერენტული ქართული პოლიტიკური სივრცის მიმართ 32 წელი არ ვყოფილვარ: არც ახალ სიტყვას, არც ახალ ენერგიას, არც ახალ სათქმელს და არც – ქმედებას არ ველი. არც არაფერს ვუყურებ ქართულს და არც არაფერს ვკითხულობ. ცარიელ ადგილად იქცა ქართული პოლიტიკა ჩემთვის, ისევე როგორც ჩემზე ადრე, საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის და ახლა სრულიად გასაგებია, რატომ არსებობენ ერთმანეთისგან რადიკალურად აცდენილ სივრცეებში პოლიტიკოსები და დანარჩენი საქართველო. მაშინ როცა დუღს და თუხთუხებს მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაში, საქართველოსნაირი უიღბლო ქვეყანა იშვიათია: სწორედ მაშინ დაიცალო სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიისგან, როცა სამყარო ისტორიულ შანსს გაძლევს”,- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g