LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა დაშავებული ტურისტი ქალი გადაარჩინეს [ვიდეო]

163
l-5d4e7ce869a4e

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში დაშავებულს ტურისტს, მაშველები დაეხმარნენ.

მათ დაშავებული ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს.

ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფის და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ტურისტი გადმოყვანილია თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g