მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა იმ ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს, სადაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა.
“იხოცება ოჯახები, მერე იძახიან საქართველო გლოვობსო“ – ვინ არიან ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილები
მოზარდის სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერმა 2 დღის წინ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომანქანა მოიყოლა. შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის სამი წევრი.