LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს

345
არჩილ ბარდიაშვილი (6)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

ახალი თაობის გამორჩეული, წარმატებული და აღიარებული ალპინისტის დაღუპვას მისი ქართველი გულშემატკივარის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა მთასვლელთა გაერთიანებები იზიარებენ და საქართველოს მის დაკარგვას უსამძიმრებენ.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on Monday 12 August 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g