LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მასიურად იყო, როცა მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?”

187
ტენგო

თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმების კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ ყველამ იმ ქვეყანას უნდა მიხედოს, სადაც საქმიანობენ.

ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს.

"რემდესივირი მეგობრებმა გამომიგზავნეს, რატომ არის ეს კრიტიკის საგანი"

"წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და არა სხვებისთვის"

ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესი მდგომარეობაა – სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს.

გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

magti 5g