LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მასკმა იმედები გამიცრუა, გადაიღალა, ის ჭკუიდან შეიშალა“… „მე რომ არა, ტრამპი არჩევნებს წააგებდა“ – დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საჯარო დაპირისპირება

141
დონალდ ტრამპი

უკვე რამდენიმე დღეა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ერთმანეთს სოციალურ ქსელში საჯაროდ აკრიტიკებენ.

5 ივნისს, დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა ერთმანეთის მისამართით კიდევ რამდენიმე განცხადება გააკეთეს. მათ შორის პაექრობა დონალდ ტრამპის განცხადებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და რომ ძალიან იმედგაცრუებულია ილონ მასკით.

აღნიშნულის საპასუხოდ ილონ მასკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა:

„ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ. როგორი უმადურობაა“.

მასკმა მანამდე იმედგაცრუება გამოთქვა დონალდ ტრამპის „დიდი და ლამაზი“ საბიუჯეტო კანონპროექტის გამო. მასკის განცხადებით, კანონპროექტი ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ დონალდ ტრამპა თქვ, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან ილონ მასკმა აღნიშნული კანონპროექტის შიდა სამუშაო იქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა.

„მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა”, – თქვა ტრამპმა და მას კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა.

„ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!“, – განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

⭕ მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on პარასკევი, 06 ივნისი, 2025

დონალდ ტრამპი კიდევ ერთ საჯარო სტატუსში წერს, რომ „ილონ მასკი ჭკუიდან შეიშალა“.

„ილონი მოთმინებას მაკარგვინებდა, გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, წასვლა ვთხოვე მას, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა, რომლებიც ისე არავის უნდოდა [რაც მან თვეებია იცოდა, რომ ვიზამდი!], და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” – დაწერა ტრამპმა.

⭕ „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ილონ…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on პარასკევი, 06 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g