LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Massimo Dutti Georgia საახალწლო ფასდაკლებას იწყებს

989

”მასიმო დუტის” საქართველოს წარმომადგენლობა წინასაახალწლო აქციას აანონსებს. ფასდაკლების აქცია 22 დეკემბერს დაიწყება და ის 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე გავრცელდება.

როგორც ”ფორტუნას” ”მასიმო დუტის” წარმომადგენელმა ნიკო კეჟერაშვილმა განუცხადა, მომხმარებელი შეძლებს ცნობილი ესპანური ბრენდის სამოსი 20-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძინოს.

ამასთან, როგორც კეჟერაშვილმა განმარტა, ”მასიმო დუტიში” უკვე წარმოდგენილია 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაც, რომელიც ესპანეთიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. აღნიშნულ კოლექციაზე ფასდაკლება არ გავრცელდება.

ცნობისთვის, Massimo Dutti ესპანური ბრენდია, რომელიც ”ინდიტექს” ჯგუფს ეკუთვნის და ქმნის სამოსს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. გამოყენებული მასალების ექსკლუზიური ხარისხი და ტექსტურისა და სტილის კომბინაცია Massimo Dutti-ს სამყაროს მთავარი შემადგენელი ნაწილია, რაც მის ყოველ კოლექციაში აისახება. ეს ბრენდი საქართველოში უკვე მე-5 წელია შემოვიდა და 3 ფილიალითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g