LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zara-ს და Massimo Dutti-ს თავმჯდომარედ Zara-ს დამფუძნებლის 37 წლის ქალიშვილი დაინიშნა

232
-121890224-ortegas2-147416013

Inditex-ის თავმჯდომარედ Zara-ს დამფუძნებლის ამანსიო ორტეგას ქალიშვილი, 37 წლის მარტა ორტეგა დაინიშნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემს ცხოვრებას მშობლების მემკვიდრეობის აღმშენებლობას მივუძღვნიდი. ამ კომპანიით ვცხოვრობდი და ვსულდგმულობდი ბავშვობიდან. 15 წლის განმავლობაში, ვსწავლობდი ყველა დიდი პროფესიონალისგან, ვისთანაც კი მიმუშავია”, – ამბობს ამანსიო ორტეგას ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ის ამ პოზიციაზე პაბლო ისლას ჩაანაცვლებს, რომელმაც Inditex-ის თავმჯდომარის პოზიცია 2011 წელს დაიკავა.

შეგახსენებთ, ამანსიო ორტეგამ კომპანია Inditex 1975 წელს, მეუღლესთან ერთად, ესპანეთში დააარსა. Inditex-ს შვილობილ კომპანიათა ჩამონათვალშია თავად Zara და Massimo Dutti.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები