კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კარგი კომუნიკაცია აქვს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სამედიცინო პერსონალის მიმართ არის გარკვეული ინციდენტები, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრებს.
„ჩვენთვის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ბევრად უფრო უარესია შეურაცხყოფის ის კასკადი, რაც ამ პაციენტის შემოყვანის დღიდან ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი განიცდის. რომ თურმე, ჩვენ ვართ ყველანი მკვლელები, მას ვწამლავთ, ვკლავთ, ვანადგურებთ. იცით რა ძნელი მოსასმენია, რომ შენ ფაშისტი ხარ. მასთან მშვენიერი კომუნიკაცია მაქვს და რომ ვეუბნები ხოლმე, რა დავაშავე, თქვენ ხომ მაინც იცით, რომ ეს ასე არ არის და რატომ გვერჩიან-მეთქი, მეუბნება, ნუ მიაქცევ ყურადღებას რასაც წერენ, მე არავისთვის არაფერი დამივალებიაო.
სულ ვამშვიდებ ჩემ თანამშრომლებს, რომ არ მიაქციონ ყურადღება და ეს დამშვიდება მათ სჭირდებათ ყოველდღიურად, რადგან კოლოსალური ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. შემოსვლის წამიდან, შემოიყვანეს თუ არა ეს პაციენტი, დაიწყო უწყვეტ რეჟიმში კამპანია.
ჩვენ 10 დღეში დავდეთ ყველაფერი, წინასწარი დიაგნოზებიც და მუდმივი აპელირება, რომ დიაგნოზები არ აქვთ, სიცრუეა, რადგან გვაქვს დიაგნოზები.
ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს“. – განაცხადა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში.
ამავე თემაზე: