რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი ჟურნალ „თბილისელებთან“ (14 ივლისის ნომერი) ამბობს, რომ ძალიან უნდა, მის ცხოვრებაში საყვარელი ქალი არსებობდეს:
„ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს პარტნიორის გარეშე, რომელიც ძალიან გიყვარს და რომელსაც ძალიან უყვარხარ. ბოლო წლებში ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ ძალიან მინდა, ვინმე მიყვარდეს. ეს არის ჩემთვის საოცნებო და ეს არის ჩემთვის ბედნიერება…“