„მასტერშეფის“ ახალი სეზონის თორმეტეულის პირველ გამოსვლაში ვერ ვიხილეთ ერთ-ერთი მონაწილე, სოლომონი. გადაცემის ოფიციალურ „ფეისბუქზე“ გავრცელდა ანონსი, სადაც აღნიშნულია, რომ სოლომონს სიმპტომების გამო კორონავირუსზე ტესტის აღება დასჭირდა და შესაბამისად, პირველ შეჯიბრებაში ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.
გთავაზობთ განცხადებას:
„სად არის სოლომონი?!
▪️”მასტერშეფის” IV სეზონის თორმეტეულის წევრი სოლომონი არ ესწრებოდა პირველ შეჯიბრებას, რადგან აუცილებელი იყო მისი შემოწმება კორონავირუსზე ✔️
▪️საბედნიეროდ, ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითია და ის აგრძელებს ბრძოლას საქართველოს მასტერშეფის წოდებისთვის
▪როგორ გაართმევს თავს სოლომონი შემდეგ დავალებას, ამას უკვე ვიხილავთ კვირას, 22: 00 საათზე“.