ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა საკუთარი შვილების შესახებ ემოციურ ამბავს იხსენებს.
დავით ქაცარავამ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გაიხსენა პერიოდი, როდესაც 2018-2019 წლებში საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში ცხოვრობდა და ბორდერიზაციის შეჩერების მიზნით, მორიგეობდა:
„2018-2019 წლები იყო, როდესაც ატოცში გადავბარგდით და იქ მოგვიწია ერთი წლის განმავლობაში ბორდერიზაციის გაჩერება, ფიზიკურად იქ ვცხოვრობდით, ყოველდღე ხაზთან ვიდექით და ოკუპანტები ვერაფერს აკეთებდნენ, ან არ აკეთებდნენ, რადგან, რომ გაეკეთებინათ, მაშინ უიარაღო ადამიანებისთვის უნდა ესროლათ და იმ მომენტში ამის რესურსი მათ არ ჰქონდათ, არა იმიტომ რომ ტყვია-წამალი აკლდათ, არამედ ხედავდნენ, რომ ალბათ ეს ძალიან ნმძიმე შედეგებს გამოიწვევდა. ატოცი იმ პერიოდში ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ყოველდღე ჩამოდიოდნენ ადამიანები, იმართებდა აქციები.
ერთ საღამოს სოფო [მეუღლე] მირეკავს – იცი შენმა უმცროსმა შვილმა რა უთხრა მასწავლებელსო? მაშინ ალექსანდრე 8 წლის იყო – გამაცია, ვიფიქრე, რაღაც ისეთი ქნა, რომ სკოლაში გვიბარებენ – გაკვეთილზე მასწავლებელთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულაო: „მამაჩემს ატოცში რამე რომ მოუვიდეს, იქ რომ დგას რუსებთან, მე წავალ და მე დავდგებიო“.
იქ რა დამემართა… ახლაც ემოციურია მისი ეს სიტყვები, ნახევარი საათით მარტო გავედი, ოთახში ჩავიკეტე, ვღრიალებდი…
აი ასეთი დამოკიდებულებაა შვილებისგან. შემდეგ, უფროს შვილს, მიშოს რომ ვკითხე – შენ არ გეშინია, არ ნერვიულობ, რამე რომ დამემართოს-მეთქი? მითხრა: „არ ვნერვიულობ, ვიცი, რომ შენ იქ არაფერი მოგივა, შენ ისეთი მაგარი ხარო“, – იხსენებს დავით ქაცარავა.
დათო ქაცარავას შვილის ემოციური ისტორია
???? „მასწავლებელთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა, მამაჩემს რამე რომ მოუვიდეს ატოცში, წავალ და მე დავდგები მის მაგივრადო“ | დათო ქაცარავას შვილის ემოციური ისტორია
Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 22 მაისი, 2023