LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს: პრემიერი

145
1

“მასწავლებლების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2200 ლარს გადააჭარბებს.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, მეცნიერება კი 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება:

“ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, მეცნიერება კი 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს.” – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი – 243 მლნ. ლარი გახდება,  პროფესიული განათლების ბიუჯეტი კი 554 მლნ. ლარს მიაღწევს.

 

ეკონომიკურ პროექტებზე საუბრის დროს, პრემიერმა ასევე აღნიშნა:

 

პრემიერი: პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

პოლიციელების შრომითი ანაზღაურება გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება: პრემიერი

1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50-ის ნაცვლად, 100 ლარით დაეხმარებიან

საქართველოში უმუშევარია 300 ათას ადამიანზე მეტი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია: ღარიბაშვილი

პრემიერის ინიციატივა: ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ

6 665 ადამიანის საარსებო მინიმუმი პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ: ხაბეიშვილი პრემიერს

mazda magti 5g