LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება

299
56611703_2832725726745154_6014675237860278272_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზეტაციაზე პედაგოგების ხელფასთან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, პედაგოგებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა განათლების სისტემის რეფორმის განუყოფელი ნაწილია.

ზოგიერთ მასწავლებელს ხელფასი გაეზრდება

რომელი პედაგოგები მიიღებენ მზარდ ანაზღაურებას?

„ჩემთვის არის პირადი ტრაგედია, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალოს სტატისტიკურზეც კი დაბალია და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც შეგპირდით, შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით სულ მცირე, 150 ლარით, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და გპირდებით, 2022 წელს მინიმალური ხელფასი საქართველოში პედაგოგისთვის იქნება 1500-დან 1800 ლარამდე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ქვეყანას, რომელიც მასწავლების ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, შეიძლება, წარსულიც კი დაკარგოს.

პედაგოგების ნაწილს სკოლის დატოვების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობენ

სახელმწიფო ამ პედაგოგებს ნებაყოფილობით არჩევანს 2019 წლამდე უტოვებს.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა.

mazda magti 5g