LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ არც კი ვაგრძნობინე, რომ შვილი იმ წუთის დაკრძალული მყავდა, მეუღლე კი რეანიმაციაში არ ვიცოდი გადარჩებოდა თუ არა“ – მამა შალვა კეკელია ოჯახურ ტრაგედიაზე

786
BeFunky-collage (10)

მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში “სიკეთე მარტივია” ოჯახურ ტრაგედიაზე ისაუბრა. მას შვილი გარდაცვლილი ჰყავს.

მამა შალვა შვილის დაკრძალვის დღეს იხსენებს.

“მხოლოდ რამდენიმე საათი იცხოვრა დედამიწაზე, 5 საათი იყო ამქვეყნად და ჩაიბარა ღმერთმა.სამი შვილი მყავს დედამიწაზე, ერთი კი ღმერთთან. იოანე ზეცაშია ღმერთთან. მასთან ფიზიკური შეხება არ მქონია, ერთადერთი როდესაც დაიბადა მოვნათლე და მერე უკვე ღმერთს მიაბარა საკუთარი სული.

იოანეს დაკრძალვის შემდეგ, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. მეუღლეც დამძიმდა სიკვდილის პირას იყო, ძლივს გადავარჩინეთ.

იოანეს გაჩენა, მეოთხე საკეისრო კვეთა იყო, შემდეგ მეუღლეს დაეწყო სისხლდენა, სამი ლიტრა სისხლი დაკარგა, რეანიმაციაში მოგვიწია მისი გადაყვანა და მეუღლეც სიკვდილის პირას დაგვიდგა. ძლივს გადავარჩინეთ.

როდესაც იოანე გარდაიცვალა, მისი დაკრძალვა ვერაფრით ვერ შევძელი, ისე მყავდა ბავშვის ცხედარი დატოვებული, მთელი ყურადღება მეუღლეზე მქონდა, ეს მომენტი ძალიან მტკივა.

მახსოვს ღუდუშაურში რომ გადავიყვანეთ მეუღლე, ხალხი მნახულობდა, მოდიოდნენ, მამაო როგორ ხარ? ვიღაცას შვილი შეეძინა, ამათთან ერთად ვიღიმოდი, ვიღაცა რაღაცას მთხოვდა. დაკრძალვის დღეს ნათლობა ჩავატარე, რადგან შეპირებული მყავდა და მათ არც კი ვაგრძნობინე, რომ შვილი იმ წუთის დაკრძალული მყავდა, მეუღლე რეანიმაციაში მყავდა და არ ვიცოდი გადარჩებოდა თუ არა. მე კიდე ნათლობა ჩავატარე და მათი სიხარული გავიზიარე.

რა მინდა ყველას ვუთხრა – ჩვენ გვავიწყდება, ძალიან ბევრმა არ იცის, რომ არსებობს მარადიული ცხოვრება. ყველას ცხოვრებაში დადგება გარდაცვალების დღე, ჩვენი სული და სხეული ერთმანეთს გაეყრება. მე ზუსტად ეს შევძელი ჩემს შვილთან. ხუთი საათი იყო დედამიწაზე და არ მისაუბრია მასთან, ყველაზე კარგად მას ვიცნობ. ახლა ხუთი წლის იქნებოდა”,- თქვა მამა შალვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები